пятница, 22 июля 2011 г.

პროექტის გეგმა "მინერალური წყლები"

პროექტი
პროექტის სახელი: მინერალური წყაროები.
პროექტის მიზანი:– მოვიძიოთ და გამოკვლევა ვაწარმოოთ რაიონში არსებულ მინერალურ წყლებზე. (ღარიბა ღელე.)
*      გავუფრღხილდეთ და მიზანდასახულად ვიმოქმედოთ, რათა ყურადღება მიექცეს რაიონში არსებულ ბუნებრივ მინერალურ წყლებს.
*      გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ რაიონში არსებული ბუნებრივი სიმდიდრით.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იცნობენ საქართველოში არსებულ მინერალურ წყლებს და მიზნად ისახავენ საკუთარ რაიონში არსებული მინერალური წყლების მოძიებასა და კვლევას.
მონაწილეთა ასაკი: მე–9 კლასი;15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
*      საჭირო და მნიშვნელოვანი ადგილების მონახულება.
*      მოსახლეობასთან გასაუბრება.
*      ლაბორატორიული გამოკვლევა.
*      ფოტო მასალების შეგროვება და ბლოგზე განთავსება.
*      პრეზენტაციის განთავსება პროგრამა MS Power Point-ში
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გასუფთავდეს მიმდებარე ტერიტორია, აშენდეს პატარა კოტეჯი, რათა ხალხისთვის ხელმისაწვდომი შეიქნას ამ წყლებით სარგებლობა, რომელსაც ძალიან კარგი სამკურნალო თვისებები გააჩნია.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი,ლაორატორია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი გეოგრაფიასთან.
*      მოსწავლე გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას.
პროექტის ხელმძღვანელი: ირმა გრიგალაშვილი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: Irma.grigalashvili1@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий